2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ერგნეთის ბაზრობის გაუქმების შესახებ ისაუბრა

2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს, ერგნეთის ბაზრობის გაუქმების შესახებ ისაუბრა

„ეს გახლდათ 2004 წლის გაზაფხულის, შეიძლება ეს იყო მარტის თვეს და მარტის თვეში ვმუშაობდით, რომ ალტერნატიული გზები მოგვეძებნა. ჩვენ გარკვეული შეთავაზებებიც გავაკეთეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რადგან ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას რა ბერკეტები უნდა გვქონოდა კრიმინალებთან ბრძოლის და შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში იყო დუმილი, ამ თემაზე ჩვენ აღარ გვიმსჯელია და სადღაც აპრილის თვეში, თუ არ ვცდები, სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა, პირადად მე მითხრა, რომ უნდა დაიხუროს, გაუქმდეს, საერთოდ ერგნეთის ბაზრობის გახსენებაც აღარ უნდა და ა.შ. მისი ჩვეული რიტორიკით და პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნა შესრულებული იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა“-განაცხადა მიხეილ ქარელმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading