,,კოდორის ხეობიდან გამოყვანის ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა”-პაატა დავითაია
„დასკვნაში ასახულია, თუ ვინ გასცა ეს ბრძანება – გასცა მაშინდელმა შს მინისტრმა, ბატონმა ვანო მერაბიშვილმა რაც პირდაპირ წერია დასკვნაში და ეს მოტივირებული იყო რაღაც ალყის თემიდან გამომდინარე, რადგან შეიძლება კოდორის ხეობა ალყაში მოქცეულიყო, რადგან ზუგდიდიდან რუსეთის ჯარები შემოვიდა, იქიდან მოხდებოდა ასვლა – ეს არის მის მიერ მიცემულ ჩვენებებში, ვიდეო ჩვენებებში შეგიძლიათ ეს ნახოთ. საჯარო იყო ეს, ჩემთვის პრინციპული იყო ცოდნა, ვინ გასცა ბრძანება. მაგალითად, ოთხმა მინისტრმა ვერ გასცა პასუხი, ბატონმა მერაბიშვილმა გასცა პასუხი“- განაცხადა პაატა დავითაიამ, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა.