ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ რუსთავის ცენტრალურ პარკში დღეს 26 აპრილს გაიხსნება

რუსთავში 26 აპრილს ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გაიხსნება.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება და წელს მასში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით მოქმედი 26 ქორეოგრაფიული ანსამბლის 3 000-ზე მეტი მოცეკვავე მიიღებს.

ფესტივალის საზეიმო გახსნა, დღეს გაიმართება, საკონკურსო ნაწილი კი 27 აპრილიდან დაიწყება. კონკურს-ფესტივალი „„ქართული“ რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით 2024 წელს დაარსდა. ფესტივალისათვის ექსკლუზიურად დამზადდა ლოგო და მუსიკა.

რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილი საფესტივალო სივრცე 14:00 საათზე გაიხსნება, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, ჩატარდება კალიგრაფიის, კერამიკისა და ხალიჩის ქსოვის მასტერკლასები, მოეწყობა კულინარიული კუთხეები.

ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით, 20:00 საათზე დაიწყება კონცერტი, რომელშიც ქორეოგრაფიული ანსამბლი „სალხინო“ და „კახაბერი და ხანუმები“ მიიღებენ მონაწილეობას.

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ტბის ნაპირზე მოწყობილ საფესტივალო სივრცეში საკონკურსო დღეები 5 მაისს გრანდიოზული ღონისძიებით დაიხურება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading