შალვა გოგოლაძე მონტენეგროს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში მონტენეგროს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან დრაგოსლავ შჩეკიჩთან შეხვედრა გამართა. კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს.

შალვა გოგოლაძემ მინისტრს მონტენეგროში ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე გადაწყდა ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაციონალური ასამბლეის წევრი ასიფ ასგაროვი და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი შენგელ ფიცხელაური.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading