,,ცუდად მენიშნა, როდესაც სამსახურში წასვლისას აღმოვაჩინე, რომ ერედვში ქართული ბლოკპოსტი აღარ იყო”-თამაზ ბესტაევი

„8-ში დილით გადავედი სამსახურში, გავიარე ტყვიავი და ტყვიავის საავადმყოფოში შევედი, იმიტომ, რომ საავადმყოფოში იყვნენ სამხედროები განთავსებული, იქ იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ფორმებში. კი გამიკვირდა, ისინი არ იყვნენ ოფიცრები, არც სამხედროები და რატომ იყვნენ ფორმებში. გავისაუბრეთ და ვუთხარი, რომ მივდიოდი სამსახურში, რაზეც მიპასუხეს, რა სამსახურში, ხომ ხედავ, რა ხდებაო. ამასობაში, ბომბდამშენი უკვე მუშაობდა, მე სამხედრო არ ვარ და რატომღაც ეს ბომბდამშენი ჯერ ჩვენი მეგონა – ეს იყო 8 აგვისტოს დაახლოებით დღის 12 საათი. ერედვიდან რომ გადავდიოდი, ცუდად ის მენიშნა, რომ ქართული ბლოკპოსტი მოხსნილი იყო, წვერიახოზე ავედი და იქ ჩვეულებრივ რუსები იდგნენ და სურათებს იღებდნენ, რაღაც ავისმომასწავებელი სიჩუმე იდგა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, მოსახლეობაც არავინ გარეთ არ იყო, ყველა სახლებში იყო. ჩავედი სამსახურში, გავაგრძელეთ ჩვეულებრივ მუშაობა.” – განაცხადა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თამაზ ბესტაევმა, რომელიც ომის პერიოდში ამავე ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading