ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლებისთვის პრეპარატ „სიმპარიკას“ უფასოდ გასცემს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აცხადებს, რომ 24 მარტიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ მიიღონ ვეტერინარული პრეპარატი „სიმპარიკა“ (10–20 კგ წონის ძაღლებისთვის). პრეპარატი სააგენტოს კერძო კომპანია „მეგავეტმა“ თანამშრომლობის ფარგლებში გადასცა.

სულ გაიცემა 3600 ერთეული, მიღება კი შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 15:00-დან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე: ვარკეთილის მეურნეობა (თვალჭრელიძის 45ა) და სააგენტოს ცენტრალური ოფისი (დ. გურამიშვილის ჩიხი N5).

პრეპარატის მისაღებად მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ძაღლის სარეგისტრაციო მოწმობა.

„სიმპარიკა“ წარმოადგენს ანტიპარაზიტულ საშუალებას, რომელიც ეფექტურია პარაზიტების წინააღმდეგ და გამოიყენება ერთჯერადად, პერორალურად. მისი გამოყენება რეკომენდებულია მაისის ჩათვლით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading