,,სრული ვერსია იყო აბსოლუტურად განსხვავებული, იყო აბსოლუტურად სხვა დიალოგი მასსა [ბადრი პატარკაციშვილს] და ერეკლე კოდუას შორის” – სოფო ნიკოლაიშვილი
„ვიდრე ჩანაწერი გავიდოდა „რუსთავი 2“-ზე, არაფერი ვიცოდით ბევრმა ჩანაწერის არსებობაზე. მე პირადად არ ვიცოდი, რომ ეს ჩანაწერი არსებობდა. ჩანაწერის მოსმენა არ იყო ადვილი, რადგან მკვლელობებზე იყო საუბარი, მაგრამ დაახლოებით ერთ წელში მგონი გაზეთებშიც დაიბეჭდა სრული ვერსია და პირადად წავიკითხე. სრული ვერსია იყო აბსოლუტურად განსხვავებული, იყო აბსოლუტურად სხვა დიალოგი მასსა[ბადრი პატარკაციშვილს] და ერეკლე კოდუას შორის. ვიცოდი, რომ ჩანაწერი ჩამოიტანა [ბრიტანეთიდან] კოდუამ, ოღონდ ეს ჭორად გავიგე. არ ვიცოდი როგორ მოხვდა სააკაშვილის რეჟიმის ხელში ეს ჩანაწერი. გიორგი თარგამაძესთანაც მქონდა კომუნიკაცია ამ თემაზე. როგორც ვიცი, სხვა ჩანაწერს ველოდებოდით, რომელიც მითხრეს, რომ ისეთი ხარისხით მოვიდა, რომ „ტელეიმედით“ ვერ გავუშვით“, – აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.