,,უმძიმესი სიტუაცია იყო და უმძიმესი გარემო. შემდეგ იყო ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერის გაყალბება, რომელმაც საერთოდ ბოლო მოგვიღო მორალურად. ეს იყო საბოლოო დარტყმა, იმედი ფაქტობრივად გაანადგურეს” – სოფო ნიკოლაიშვილი

„ჩემთან კონტაქტზე გამოვიდა ერთ-ერთი პიროვნება და მე და ჩემ მეუღლეს კრედიტების დაფარვა შემოგვთავაზა, ასევე სამსახურის რამდენიმე ვერსია. ყველანი ვაცნობიერებდით რაღაც მომენტში, რომ ამ პირობებში რეალურად მომავალი არ გვქონდა. რა თქმა უნდა კატეგორიული უარი განვაცხადეთ კრედიტების დაფარვაზე და ფულზე. სამსახურზე ვუთხარი, რომ ვიფიქრებ-თქო, მაგრამ საბოლოოდ ეს ვერ შევძელი ცხადია და დავრჩი „იმედში“. მე ეს გადაწყვეტილება მივიღე, სხვამ – სხვა გადაწყვეტილება.

იცით, არ მიყვარს ვარაუდებით საუბარი. ეს იყო ისეთი რთული პროცესი, იქ ადამიანები ერთმანეთს არ უყვებოდნენ ვინ მოდიდოდა და ვინ მოდიოდა. შიშის ფაქტორიც იყო, სინდისის ქენჯნაც… [იყო კითხვები] – ხომ არ წახვალ, ხომ იქნები, – არა, არა, სად წავალ და მეორე დღეს დაინახავდი, რომ მიჰყავს რაღაცა საინფორმაციო [სხვა არხზე.] ანუ, ერთმანეთში ამ ინფორმაციის გაცვლა არ ხდებოდა. ეს არ იყო ღია პროცესი. პირადად ჩემთანაც ჰქონდათ ამაზე კომუნიკაცია.

ასე ვთქვათ, ის იყო გამოგზავნილი ინსტრუმენტი, რომელმაც ეს წინადადება მოიტანა ჩემამდე. ეძებდნენ ადამიანებს, ვისაც ვისთან მიესვლებოდა. ცხადია პირადად სააკაშვილი და მერაბიშვილი არ აწარმოებდნენ ამ მოლაპარაკებებს. ვიღაცამ შეიძლება ისარგებლა კიდეც, იხეირა კიდეც, თუმცა იმდენად რთული და მძიმე სიტუაცია იყო, რომ აქ ან გქონდა მომავალი, ან იყავი მტერი და საერთოდ არ გქონდა მომავალი.ზოგმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა.

შემდეგ ძალიან რთული იყო. ფსიქოლოგიური ტანჯვა ერქვა ამ ყველაფერს. არეული იყო ტყუილ-მართალი ერთმანეთში იმ პერიოდში. შემდეგ „იმედის“ შენარჩუნებაზე იყო ბრძოლა, რომ ვითომ თანამშრომლებზე გადაფორმდებოდა წილი, თუმცა არაფერი გამოვიდა. ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერების შემდეგ წარმოუდგენელი გახდა მუშაობა, იმიტომ, რომ რესპონდენტებიც არ მოდიოდნენ. „იმედი“ დაიხურა და შემდეგ იყო ის, რომ მე 6 წელი არ ვმუშაობდი ჟურნალისტიკაში საერთოდ.

ნახეთ როგორი თანმიმდევრობით მოხდა ეს ყველაფერი: ფიზიკური ძალადობა, შემდეგ ფსიქოლოგიური, რომ – მე შემიძლია ერთ დღეში გაგანადგურო ყველა კანონის დარღვევით. სააკაშვილმა მეორე დღეს დემოკრატიის დაცვა უწოდა „იმედში“ შემოჭრას. ამ ფონზე ადვილი წარმოსადგენია როგორი განსასაზღვრი იყო შენი ბედი, როგორც ჟურნალისტის. უმძიმესი სიტუაცია იყო და უმძიმესი გარემო და შემდეგ გაფეიკება და გაყალბება ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერის, რომელმაც საერთოდ ბოლო მოგვიღო მორალურად. ეს იყო საბოლოო დარტყმა, „იმედი“ ფაქტობრივად გაანადგურეს“, – უმძიმესი სიტუაცია იყო და უმძიმესი გარემო. შემდეგ იყო ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერის გაყალბება, რომელმაც საერთოდ ბოლო მოგვიღო მორალურად. ეს იყო საბოლოო დარტყმა, იმედი ფაქტობრივად გაანადგურეს, – განაცხადა „იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading