მიხეილ ყაველაშვილი: პარლამენტის წინ გამართულ პროტესტს საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ჯგუფები ხელმძღვანელობენ
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში პარლამენტის წინ გამართულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროცესები ხელოვნურად არის ორგანიზებული. მისი თქმით, პროტესტის უკან დგას ძალა, რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს „ქართული ოცნების“ მთავრობასა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მჭიდრო ურთიერთობების მიმართ.
„ეს ადამიანები, ძირითადად ახალგაზრდები, გარე გავლენის ქვეშ მყოფი, მოტყუებული მოქალაქეები არიან. მათი ქმედება არ არის მიმართული მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და ძირითადად საზღვარგარეთიდან ჩამოსული, დაფინანსებული ჯგუფები არიან თავიანთი ხელმძღვანელი ფიგურებით,“ – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.