მიხეილ ყაველაშვილი: 2024 წლის არჩევნები უკეთ ჩატარდა, ვიდრე წინა არჩევნები
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველა წინა არჩევნებთან შედარებით ბევრად უკეთ ჩატარდა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნების აბსოლუტური ლიდერი იყო, პარტიამ ჩვეულებრივი მხარდაჭერა მიიღო – ერთი მილიონიდან მილიონ ორასი ათასამდე ხმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ზურაბიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს არ დალოდებია და არჩევნების ლეგიტიმურობა უარყო.