პრეზიდენტი – „საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2030 წლისთვის“
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ იღებს, ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს წამყვანი პოზიცია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო 2030 წლისთვის მზად იქნება სრულფასოვანი წევრობისთვის, თუმცა ამჟამად რთულია პროგნოზის გაკეთება, რადგან ევროკავშირში დამოკიდებულება ორმაგ სტანდარტებზეა დაფუძნებული.
„მთავარია დიალოგი, მაგრამ ევროკავშირი არ არის თანმიმდევრული – ზოგჯერ აღიარებენ მთავრობას, ზოგჯერ არა, რაც აბსურდია. ევროკავშირში საქართველოს წევრობისთვის ყველა დონეზე დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს,“ – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს საერთაშორისო და გაეროს ყველა რეზოლუციას, თუმცა ეროვნული ინტერესების დაცვასა და ეკონომიკურ მდგომარეობას უჭირავს პრიორიტეტი.