მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის პირველი სხდომა გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით 2025 წლის პირველი სხდომა გამართა.

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით განსახილველად 7 საკითხი იყო წარმოდგენილი.

დეპუტატებმა შვიდივე საკითხის განხილვას, მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000) 0,01 ჰა-დან – 0,5 ჰექტრამდე, მიწის ფართობის უფასოდ მოხვნას,

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის 13 დეკემბერს შესული ცვლილების გათვალისწინებით,

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტს და მოქალაქეთა დახმარების საკითხს სოციალური მიმართულებით კენჭი დადებითად უყარეს.

2025 წლის 17 იანვრის სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი, საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading