,,საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად სამაგალითოა”- მაკა ბოჭორიშვილი

,,საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება.”- ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა ქ. ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ორმხრივ დღის წესრიგს, ასევე რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

“ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო ფართოვდება და ახალ დადებით განზომილებებს იძენს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების, არამედ რეგიონის კეთილდღეობისთვის. “ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading