მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის დასახლებაში, სპორტული მოედნის და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები წარმატებით დასრულდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია / Marneuli Municipality City Hall

🚧🛝 მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის დასახლებაში, სპორტული მოედნის და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები წარმატებით დასრულდა.

🥅⛳️ პროექტის ფარგლებში, არსებულ სპორტულ მოედანს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია: შეიცვალა განათების სისტემა, შემოიღობა მოედანი და დაიგო ახალი ხელოვნური ბალახის საფარი.

🌳გარდა ამისა, მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე საბავშვო, სავარჯიშო და დასასვენებელი სივრცეები მოეწყო. ტერიტორიაზე ასევე განახლდა ბუნებრივი ბალახის საფარი და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დაირგო.

💱 პროექტი სრულად დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულება 297 999 ლარს შეადგენს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading