“გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის”ნორიოს კულტურის სახლში 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა
სამამულო ომის “შინ მოუსვლელთა” მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეთა ხსოვნას.
️ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, ნორიოს კულტურის სახლის ორგანიზებით, თემატური ღონისძიება გაიმართა.
80 — წელი მეორე მსოფლიო ომიდან.
,,განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავთ დღევანდელ დღეს, ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ყველაზე დიდი ბოროტების – ფაშიზმის დამარცხებაში და ქედს ვიხრით მათი მამაცობისა და თავდადების წინაშე.”- ნათქვამია ინფორმაციაში,რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ავრცელებს.



