კოჯორში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკის“ 2025 წლის სეზონის დახურვა გაიმართა. ღონისძიებას განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სასაჩუქრე ნაკრებები მიიღეს. წელს ბანაკი ორ ლოკაციაზე – კოჯორში და საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში – ჩატარდა, სადაც რვა როტაციაში მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 1700-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.
პროგრამა მოიცავდა საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიას, სამხედრო ნავიგაციას, პირველადი დახმარების გაწევას, დაშავებულის ევაკუაციას, თვითგადარჩენის, საინჟინრო და სამთო მომზადებას, ასევე თეატრალურ და საგანმანათლებლო აქტივობებს.
პროექტი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საპატრიარქოს მხარდაჭერით 2023 წლიდან ხორციელდება.