ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა შეხვედრა გამართა ბრაზილიის სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარესთან და ამაზონიის რეგიონის პარლამენტის პრეზიდენტთან, სენატორ, ნელსინიო ტრაადთან

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და განხილულ იქნა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობასა და საპარლამენტო დიპლომატიის როლზე ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაში.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობა.

ელჩმა ბრაზილიელ სენატორს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

საქართველოს ელჩმა ბრაზილიურ მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, რუკა, ოვალური დარბაზი and ტექსტი გამოსახულება

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading