რუსთავის და გარდაბნის ათი თემის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის N5 და N17 საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა

შეხვედრაზე იმიტირებული კომიტეტის სხდომის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს, განიხილეს ქალაქ რუსთავის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ირაკლი შატაკიშვილმა სასწავლო პროცესების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეების მოსაზრებები მოისმინა.

საუბარი ასევე შეეხო გაცვლითი პროგრამით პოლონეთსა და გერმანიაში მოსწავლეების გამგზავრებას.

სტუმრებმა დაათვალიერეს პარლამენტის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading