სპორტის მინისტრმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან, შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობის განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები – ირაკლი მეძმარიაშვილი, ლაშა მაღრაძე და საელჩოს მესამე მდივანი სეიედ მოჯთაბა მუსავი.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading