2 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარდაბნის ცენტრალურ პარკში საბავშვო-გასართობი ღონისძიება გაიმართება
დასაწყისი: 13:00
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება:
– ა(ა)იპ გარდაბნის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სართიჭალის თეატრალური წრის სპექტაკლი “სტუმრად გაზაფხულის ყვავილნარში”;
– დეკორატიული სივრცეები;
– ილუზიონისტის პერფორმანსი;
– ხატვის კუთხე;
– ფოტო სტენდები;
– საჩუქრები;
– მოეწყობა “უჯმა და ბავშვების” გასართობი პროგრამა;
– პატარების სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები და ანიმატორები;
– მუსიკალური ნომრებით წარსდგებიან საბავშვო ბაღის აღსაზრდელები.
დასწრება თავისუფალია!
