იაპონიის კვირეული საქართველოში 2025-ის ფარგლებში იაპონურ ბაღში ჩატარდა ჩაის ცერემონია და კიოგენის დემონსტრაცია, რომელიც ეძღვნებოდა იაპონური ბაღის აღდგენის დასრულებას
ჩაის ცერემონიას უძღვებოდა ჩაის ოსტატი, ქალბატონი ტოშიკო ონერი, ხოლო კიოგენის დემონსტრაციას ატარებდა მსახიობი, ქალბატონი იუ კომაკი
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, ბიზნესის სფეროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები
საკურას ყვავილობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, დაინტერესებულ პირებს, ვინც ვერ დაესწრო ფესტივალს, შესაძლებლობა აქვს კვირის ბოლომდე დატკბეს საკურას სილამაზით




