დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვეობის გლობალური გამოწვევები“’გაიმართა

კონფერენცია გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: აკადემიის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური პერსონალი, მკვლევარები და მოწვეული სტუმრები.

კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენებები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამხედრო დანიშნულებით“,“აშშ-ის ახალი ხედვა ტექნოლოგიური განვითარებისთვის“, „ინდივიდის ოპერაციული კოდი ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური რწმენების სისტემის გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე “, „ინდოეთის დიდი სტრატეგია “ და სხვა.

კონფერენციის მსვლელობის დროს აუდიტორიის მხრიდან დაისვა არაერთი კითხვა, რაზეც მომხსენებლებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ამომწურავი პასუხები.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading