იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის საგანმანათლებლო მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც 30 ღვინის პროფესიონალი, მედიის და კომერციული სექტორის წარმომადგენელი დაესწრო

დეგუსტაციას უძღვებოდა საფრანგეთის ღვინის აკადემიის (Academie du Vin) ექსპერტი ფრედერიკ კაიუე (Frederic Cayuela), რომელიც იაპონიის ღვინის სფეროშიც მოღვაწეობს და იაპონურ კომპანიას „Oteroirs K.K.” წარმოადგენს. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახეობის 7 ქართული ღვინო.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს გაიმართა. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan“, „Wine and Gourmet Japan“, „RAW Wine Tokyo”, „ProWein Tokyo”, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში, ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციებში, რომლებიც იაპონიის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა; პარალელურად, მოეწყო იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading