ვაკე-საბურთალოში იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ხ. დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაშია მხილებული. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს 4 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, ავტომატი, მაყუჩი, 82 ვაზნა, 6 მჭიდი და 200 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება – „ტროტილი“.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს.