აჭარაში თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორი პირი -1980 წელს დაბადებული რ.კ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ლ. დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული მოქალაქეები მოტყუებით დააჯერეს, მათთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს და ამ გზით დაეუფლნენ დიდი ოდენობით თანხას – ჯამში 148 042 აშშ დოლარს.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.