უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ სპეციალური ოპერაცია – დაკავებულია 20 უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ჩაატარეს სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება.
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველებმა შეამოწმეს კონკრეტული ლოკაციები, სადაც გამოვლინდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში კანონიერ საფუძველს გარეშე იმყოფებოდნენ.
კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია 20 უცხო ქვეყნის მოქალაქე – ინდოეთის, პაკისტანის, ბანგლადეშის, ნეპალის, ეგვიპტის, იორდანიის, ფილიპინების და თურქმენეთის მოქალაქეები.
ისინი ამჟამად მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ მსგავსი კონტროლის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს კანონმდებლობის – „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ – ეფექტიანი აღსრულება.