საქპატენტი პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდას ატარებს
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – „საქპატენტში“, 2025 წლის 29 ნოემბრიდან ეტაპობრივად ჩატარდება პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
აღნიშნული გამოცდა შესაძლებლობას აძლევს მსურველებს, შეიძინონ პერსპექტიული, პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი პროფესია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.
პარლამენტის მიერ 2024 წელს მიღებული კანონი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საფუძველს უყრის ახალ ინსტიტუტს, რომელიც პროფესიული განვითარების, სანდოობისა და ინოვაციების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
📊 მხოლოდ 2024-2025 წლებში „საქპატენტში“ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული 11 134 განაცხადი შევიდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სპეციალისტებზე მზარდ მოთხოვნას.
პატენტრწმუნებულები მონაწილეობენ ბიზნესისა და მეცნიერების სფეროში ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში, მათთან თანამშრომლობენ წამყვანი კომპანიები როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
📅 გამოცდის პირველი ეტაპი – ტესტირება, ჩატარდება 2025 წლის 29 ნოემბერს;
📄 მეორე ეტაპი – წერითი გამოცდა, გაიმართება 13 დეკემბერს.
📌 განაცხადების მიღება დაიწყება 1 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 14 ნოემბრის ჩათვლით.
➡️ დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაციის ფორმა ხელმისაწვდომია საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე:https://www.sakpatenti.gov.ge/ka/news_and_events/690/