ბათუმში ახალგაზრდული რეგიონული ფორუმი იმართება
24-26 ივლისს ბათუმი მასპინძლობს „ახალგაზრდულ რეგიონულ ფორუმს 2025“.

ღონისძიება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ გახსნა და ახალგაზრდულ პოლიტიკაში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ფორუმში მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებებისა და ახალგაზრდული სექტორის წარმომადგენლები.
სამდღიანი ფორუმი ახალგაზრდული პოლიტიკის, არაფორმალური განათლებისა და თვითმმართველობის როლზეა fókusირებული.

ღონისძიება ტარდება ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და პარლამენტის განათლების კომიტეტის პარტნიორობით.
