,,ეს არის ჩვენი სამშობლოს უახლესი ისტორიის გამორჩეული თარიღი, რომლის ერთგულება და დაცვა ჩვენი უმთავრესი ვალდებულებაა”-ნოდარ მგალობლიშვილი

,,დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნულ გმირსა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ ზვიად გამსახურდიას დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.

ზვიად გამსახურდიამ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მოპოვებისთვის ბრძოლას მიუძღვნა. 34 წლის წინ, მისი თაოსნობით ჩვენმა საზოგადოებამ მრავალი თაობის ოცნება რეალობად აქცია და ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა.

1991 წლის 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას უდიდესი დამსახურებით, ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებას დაუჭირა მხარი.

ამ რეფერენდუმმა საფუძველი დაუდო 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, რომლითაც დადასტურებულია ჩვენი სახელმწიფოს განუყოფლობა და ერთიანობა.

ეს არის ჩვენი სამშობლოს უახლესი ისტორიის გამორჩეული თარიღი, რომლის ერთგულება და დაცვა ჩვენი უმთავრესი ვალდებულებაა.”- წერს სოციალურ ქსელში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading