გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოლდოვის სახელმწიფო ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ორგანიზებით, ქ. კიშინოვში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოლდოვის სახელმწიფო ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ორგანიზებით, ქ. კიშინოვში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელსაც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) გენერალური დირექტორი ვინსენტ გაბალიო, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ექსპერტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა მეტეოროლოგიური სატელიტური მონაცემების ხელმისაწვდომობის, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით არსებული რეგიონული თანამშრომლობა განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში გაზიარებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურებში სატელიტური ინფორმაციის უფრო მეტად ეფექტიან გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, გააუმჯობესებს ეკონომიკის დარგების და ჰიდრომეტეოროლოგიური მომსახურების ხარისხს.

ღონისძიება მოლდოვის გარემოს დაცვის სამინისტროს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა (WMO) და სატელიტური მეტეოროლოგიის ევროპული ორგანიზაციის (EUMETSAT) მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრაზე მხარეების მიერ ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას კლიმატის მდგრადობისა და პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading