ეროვნული ბიბლიოთეკაში საბჭოთა ოკუპაციის ისტორიული კადრები გამოფინეს
104 წლის წინ, 25 თებერვალს მე-11 წითელმა არმიამ თბილისთან გამართული სასტიკი ბრძოლების შემდეგ დედაქალაქი დაიკავა. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, პატიმრობა და გადასახლება.
1921 წლის 25 თებერვალს დაწყებული საბჭოთა ოკუპაციის დასრულებას 70 წელი დასჭირდა. დრომ და ისტორიამ მოვლენებს ნამდვილი სახელი მაინც დაარქვა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ფოტომატიანე საბჭოთა ოკუპაციისა და მისი უმძიმესი შედეგების ამსახველ არაერთ ისტორიულ კადრს ინახავს, რომელთაც ყოველ წელს ვახსენებთ საზოგადოებას.



