,,გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს”-მიხეილ ყაველაშვილი
,,გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ჩვენმა ბიჭებმა საბერძნეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 29:26 დაამარცხეს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტს წევრებთან ერთად, ჩვენს ნაკრებს ვუგულშემატკივრე და ქართველი ხალხის სახელით ჩვენს სასახელო სპორტსმენებს გამარჯვება მივულოცე.
წარმატებებს ვუსურვებ მათ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაში. დარწმუნებული ვარ, წინ დიდი გამარჯვებები გველის!”- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.




