ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასის გათამაშების ჩემპიონია

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში 2025 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. ეტლით ფარიკაობაში ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში იტალიელი იულია მარკოვსკა ანგარიშით 15:5 დაამარცხა, ფინალში კი ბელარუს ანასტასია კასტიუჩკოვას ანგარიშით 15:12 სძლია და ჩემპიონობაც იზეიმა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებისთვის ეს 2025 წელს მოპოვებული პირველი მედალია.

საქართველოს სპორტის სამინისტრო

შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading