გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე გიგა ავალიანს უკან გაჰყვნენ ეჭვიანობის მოტივით. ალექსანდრე გაბაშვილმა აარტყა გიგა ავალიანს შუბლში, რასაც გიორგი რიკაძე ტელეფონით იღებდა. დაზიანების შედეგად გიგა ავალიანი 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.

დაკავებულებისთვის ცნობილი იყო მძიმე დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.

20 დეკემბერს დაკავებულებს წარდგენილი აქვთ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა მათთვის პატიმრობის შეფარდებას შუამდგომლობს.

აღსანიშნავია, რომ გიგა ავალიანის საქმეზე უკვე პასუხისმგებლობაში მიცემულია ორი პირი:

  • ერთ პირს ბრალდება წარდგენილია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამო (სისხლის სამართლის კოდექსი 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი),
  • მეორეს ბრალდება შეუტყობინებლობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსი 376-ე მუხლის პირველი ნაწილი).

ორივე ბრალდებულს უკვე აქვს შეფარდებული პატიმრობა. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში ცალკე წარმოებად გრძელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading