ბოლნისში ძიუდოს რესპუბლიკური ტურნირი ბოლნისელი გმირების ხსოვნას მიეძღვნა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, ძიუდოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული ბოლნისელი გმირების ხსოვნის I რესპუბლიკურ ტურნირს დაესწრო.
ტურნირის გახსნისას ალექსანდრე ზაბახიძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ასპარეზობაში წარმატება უსურვა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული ბოლნისელი გმირების ხსოვნის I რესპუბლიკურ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს 17 გუნდის 150 მოჭიდავე იღებს. გამარჯვებულები მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.
ტურნირს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის დირექტორი მერაბ ლოსეურაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.