საქართველოს პრეზიდენტს სერბეთის პატრიარქმა პორფირემ წმინდა სავას ტაძარში უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პატრიარქს, მის უწმინდესობამ პორფირემ, წმინდა სავას ტაძარში ესტუმრა. პრეზიდენტი ტაძარში მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან, თანხმლები დელეგაციის წევრებთან, ასევე სერბეთის პირველ ლედისთან, თამარა ვუჩიჩთან ერთად იმყოფებოდა.
სერბეთის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ პორფირემ, საქართველოს დელეგაციის წევრებს ტაძრის ისტორია გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იქ დაცული უნიკალური სიწმინდეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.