შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური სწავლებები რეგულარულად ტარდება

ტრენინგები „112“-ის სასწავლო ცენტრის მიერ ტარდება და მოიცავს, ისეთ თემებს, როგორიცაა სტრესულ სიტუაციებში ემოციების კონტროლისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარება, პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითადი პრინციპების დაუფლება, ეფექტური კომუნიკაცია და სხვა.

„112“-ის სასწავლო ცენტრი 2015 წელს შეიქმნა და მუდმივად ზრუნავს, როგორც მოქმედი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ოპერატორების კანდიდატების პროფესიულ მომზადებაზე, ასევე, უზრუნველყოფს მომიჯნავე სამსახურების თანამშრომლებისთვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებაზე.

112 Georgia/112 საქართველო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading