,,ანრი ოხანაშვილი. ის მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს”-ირაკლი კობახიძე

„მინდა, თქვენს წინაშე ოფიციალურად წარვადგინო სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი ხელმძღვანელი, ბატონი ანრი ოხანაშვილი. ის მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. განსაკუთრებით, როდესაც ის მოღვაწეობდა საქართველოს პარლამენტში, იყო იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი, მოგვიანებით ის დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ ბატონი ანრი ოხანაშვილი იქნება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი ამ უმნიშვნელოვანესი სამსახურის. მას აქვს ყველა თვისება იმისათვის, რომ ღირსეულად უხელმძღვანელოს სახელმწიფო სამსახურს. ის არის ნამდვილი პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, კეთილსინდისიერი და ეს არის სწორედ ის თვისებები, რაც აუცილებელია იმ პოზიციის დასაკავებლად, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა ჰქვია“, –  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი წარადგინა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading