ბოლნისის მუნიციპალიტეტში 7 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე წელს 7 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
ამ ეტაპზე დაბა კაზრეთში N97/3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო დასრულების ეტაპზეა ბოლნისში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N1-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის აღდგენითი სამუშაოები.
სრული რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარდება დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე N9, N11, N19, N27 და N39 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებულ სახურავებს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტების საერთო ღირებულება 464 109 ლარს შეადგენს.