მარნეულში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება
მარნეულში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნება.
ღონისძიებები გაიმართება „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში, საქართველოს მთავრობისა და მარნეულის მერიის მხარდაჭერით.
დღის განმავლობაში დაგეგმილია სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის ბაზრობა, საბავშვო აქტივობები და გასართობი პროგრამები. ასევე გაიმართება კონცერტები, მოსიარულე ორკესტრის გამოსვლები და გალა-კონცერტი.
საზეიმო პროგრამა 11:00 საათზე დაიწყება და საღამოს გალა კონცერტით დასრულდება.