რუსთავში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნება
რუსთავის მერიის ინფორმაციით -საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, თავისუფლების მოედანზე მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება.
ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყობა 26 მაისის ინსტალაცია, რუსთავის ისტორიული პავილიონი, საგამოფენო და სადეგუსტაციო სივრცეები, ფერმერის ფოტოზონა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე საბავშვო და გასართობი აქტივობები.
სადღესასწაულო პროგრამა სამხედრო ტექნიკის გამოფენით გაიხსნება, დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო წარმოდგენები, ქორეოგრაფიული კონცერტები და გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ზაზა მარჯანიშვილი, მარიკო ებრალიძე, ანა უზნაძე, თემო საჯაია, ასევე ბენდები „დრონი“, „მიქსტურა“ და კვარტეტი „რანინა“.