საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ნიუარკში UFC 316-ის ღონისძიების ფარგლებში UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ნიუარკში UFC 316-ის ღონისძიების ფარგლებში UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს შეხვდა. მინისტრმა ისაუბრა საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და დანა უაითს საქართველოში UFC-ის ღონისძიების მასპინძლობა შესთავაზა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ UFC-ის ერთ-ერთი ღონისძიების საქართველოში ჩასატარებლად მოლაპარაკებები და შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში MMA-ის განვითარების პერსპექტივებზე. შალვა გოგოლაძემ დანა უაითს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ და UFC-ის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

დანა უაითთან შეხვედრას ესწრებოდნენ UFC-ის მრავალწლიანი პარტნიორის – კომპანია SPRIBE-ს წარმომადგენლები, რომლის დამფუძნებლის, დავით ნატროშვილის ორგანიზებით შედგა შეხვედრა UFC-ის პრეზიდენტთან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading