თეთრიწყაროში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
თეთრიწყარში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიების პროგრამა:
- 13:00 საათიდან – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;
- საიუბილეო თარიღის აღნიშვნა – ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილე;
- საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ისტორიული მიმოხილვა;
- კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და ვოკალური ჯგუფების საკონცერტო პროგრამა.
ღონისძიება ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, საზეიმო გარემოში აღნიშნონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.