კატეგორია: სპორტი
ბატონ გიორგი შინჯიკაშვილის პროექტით და მისი პირადი ინიციატივით, მსოფლიოს ძიუდოს ლეგენდა ჩამოდის საქართველოში და რუსთავში ჩაატარებს მასტერ კლასებს
24 მარტს რუსთავის ახალ სპორტის სასახლეში იაპონელი სამურაი, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი შოჰეი ონო მასტერკლასს ჩაატარებს!
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტი ,,გახდი მრბოლელი” დაიწყო
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით პროექტი ,,გახდი მრბოლელი“ დაიწყო. პირველ ტურში მონაწილეობა 14-დან 17 წლამდე ასაკის 60-მა მრბოლელმა ფედერაციის კარტინგებით მიიღო. პირველ ტურს საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილეები ირაკლი მეძმარიაშვილი და ლაშა მაღრაძე ესწრებოდნენ. პირველი ტურის შემდეგ გამოვლინდა 20 საუკეთესო მრბოლელი, რომლებიც მონაწილეობას მეორე ტურში მიიღებენ. მომდევნო ეტაპზე რვა გამარჯვებული მრბოლელი გამოვლინდება,…
რუსთავში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გოგონებსა და ვაჟებს შორის რეგიონალური თამაშები გაიმართა
თამაშებში ერთმანეთს მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებული სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. კალათბურთში 3×3ზე გოგონათა შორის გამარჯვებული ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლა გახდა, გუნდი აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებში გააგრძელებს ასპარეზობას. ასევე აღსანიშნავია, რომ წარმატებით იასპარეზა ამავე სკოლის ვაჟების გუნდმა და მეორე ადგილი დაიკავეს. ვულოცავთ სკოლას ამ გამარჯვებას და შემდეგ ეტაპზე ვუსურვებთ წარმატებებს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური
გურამ თუშიშვილი ავსტრიის „გრან-პრის” ჩემპიონია
ავსტრიის ქალაქ ლინცში ძიუდოს „გრან-პრი” მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა. ფინალამდე გურამ თუშიშვილმა ავსტრიელ და კვიპროსელ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი უკრაინელი ევგენი ბელიევსკი დაამარცხა. ავსტრიის „გრან-პრიზე” საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. გიორგი ჯაბნიაშვილმა ოქრო, ტატო გრიგალაშვილმა კი ვერცხლი მიიღო. ქართველი ძიუდოისტები ავსტრიის „გრან-პრიზე” სპორტის…
ანტალიის ევროპის თასის მეორე, დასკვნით დღეს, ახალგაზრდა ძიუდოისტებმა კიდევ 6 მედალი მოუტანეს საქართველოს
Georgian Judo Federation – საქართველოს ძიუდოს ფედერაცია
ფესტიბალი გიზ-გიზი გუდაურში
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ „გიზ-გიზს“ აგრძელებს. ფესტივალს სვანეთის შემდგომ გუდაურმა უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში, გუდაურში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც მეწარმეებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ თავიანთი პროდუქტები. „გიზ-გიზის“ ფარგლებში სხვადასხვა გასართობი აქტივობები ჩატარდა, მუსიკალურ გაფორმებაზე ქართველმა დიჯეებმა იზრუნეს. “გიზ-გიზი“ ზამთრის სათხილამურო კურორტებზე, საერთაშორისო ჩემპიონატების პერიოდში ტარდება და საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაციას…
გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპის პირველ საშეჯიბრო ტურნირი ჩატარდა
„საქართველოში ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრი მიმდინარე ზამთრის სეზონზე უკვე მესამედ ტარდება. წელს გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენს უმასპინძლა. დღევანდელი შეჯიბრის ორგანიზება მაღალ დონეზე შეფასდა. დადებითი შეფასებები მიიღო ორგანიზებისთვის მთის ტრასების სააგენტომ და სათხილამურო ფედერაციამ. ასეთი ღონისძიებების მასპინძლობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და სამთო-ტურისტული კურორტების პოპულარიზებისთვის. მით უფრო, რომ საერთაშორისო მედია აქტიურად აქვეყნებს სიუჟეტებსა და სტატიებს…
ავსტრიის გრან-პრიზე გიორგი ჯაბნიაშვილმა ოქრო, ტატო გრიგალაშვილმა კი ვერცხლი მოიპოვა
ავსტრიის გრან-პრიზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს გიორგი ჯაბნიაშვილი და ტატო გრიგალაშვილი უნდა შეხვედროდნენ. ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ასპარეზობა ტრავმის გამო ვერ შეძლო, შესაბამისად, ჯაბნიაშვილი ტურნირის ჩემპიონი გახდა, გრიგალაშვილმა კი ვერცხლის მედალი მიიღო. ფინალურ შეხვედრამდე გიორგი ჯაბნიაშვილმა სერბი, უკრაინელი, იაპონელი და ბრაზილიელი სპორტსმენები დაამარცხა, ტატო გრიგალაშვილმა კი ფრანგს, იაპონელს, ავსტრიელსა და სერბ მეტოქეებს სძლია. ქართველი…
დმანისის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარება პრიორიტეტია!!!
ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლის ხელმძღვანელმა დავით ჩხვიმიანმა, მოადგილესთან და სელექციონერთან ერთად, ქ. დმანისის სოფელ ამამლოში ფეხბურთის წრის ახლად გახსნილი ფილიალი მოინახულა და სამწვრთნელო პროცესისთვის საჭირო ინვეტარი გადასცა. დმანისის სპორტული სკოლის, სოფელ ამამლოს ახლად გახსნილი ფილიალი მოემსახურება ქ. დმანისის 7 სოფელს: ამამლო;ბაზაქლო;მამიშლო;საფარლო;ირგანჩაი; ოროზმანი; ვაკე. სპორტული სკოლა განაგრძობს გაფართოებას, განვითარებას და ჯასაღი ცხოვრების პოპულარიზაციას!…