ავსტრიის გრან-პრიზე გიორგი ჯაბნიაშვილმა ოქრო, ტატო გრიგალაშვილმა კი ვერცხლი მოიპოვა
ავსტრიის გრან-პრიზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს გიორგი ჯაბნიაშვილი და ტატო გრიგალაშვილი უნდა შეხვედროდნენ. ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ასპარეზობა ტრავმის გამო ვერ შეძლო, შესაბამისად, ჯაბნიაშვილი ტურნირის ჩემპიონი გახდა, გრიგალაშვილმა კი ვერცხლის მედალი მიიღო.
ფინალურ შეხვედრამდე გიორგი ჯაბნიაშვილმა სერბი, უკრაინელი, იაპონელი და ბრაზილიელი სპორტსმენები დაამარცხა, ტატო გრიგალაშვილმა კი ფრანგს, იაპონელს, ავსტრიელსა და სერბ მეტოქეებს სძლია.
ქართველი სპორტსმენები ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
საქართველოს სპორტის სამინისტრო

