გურამ თუშიშვილი ავსტრიის „გრან-პრის” ჩემპიონია

ავსტრიის ქალაქ ლინცში ძიუდოს „გრან-პრი” მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

ფინალამდე გურამ თუშიშვილმა ავსტრიელ და კვიპროსელ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი უკრაინელი ევგენი ბელიევსკი დაამარცხა.

ავსტრიის „გრან-პრიზე” საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. გიორგი ჯაბნიაშვილმა ოქრო, ტატო გრიგალაშვილმა კი ვერცხლი მიიღო.

ქართველი ძიუდოისტები ავსტრიის „გრან-პრიზე” სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

საქართველოს სპორტის სამინისტრო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading