რიგის „ევროპის თასზე“ საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა

რიგაში ევროპის 2025 წლის თასის გათამაშება გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მედლებისათვის ბრძოლაში დავით გოდერძიშვილმა (-73 კგ) ყაზახი მოწინააღმდეგე დაამარცხა, თორნიკე ფოლადიშვილმა (-90 კგ) ლატვიელ სპორტსმენს სძლია, გიორგი ჟორჟოლიანმა (-100 კგ) კი ნორვეგიელ მეტოქესთან გაიმარჯვა. ქართველი ძიუდოისტები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

წაიკითხეთ მეტი

ქართველი კარატისტი მერაბ გელაშვილი „კარატე 1 – პრემიერ ლიგის“ ჩემპიონია

ჩინეთში, ქალაქ ჰანგჟოუში, საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი „კარატე 1 – პრემიერ ლიგა“ მიმდინარეობს. პრესტიჟულ შეჯიბრებაზე ჩემპიონობა იზეიმა მერაბ გელაშვილმა (+ 84 კგ)ქართველმა კარატისტმა ფინალში ირანელი სალეჰ აბაზარი ანგარიშით 5:3 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალამდე ქართველმა კარატისტმა გერმანიის, იტალიის, საუდის არაბეთისა და ხორვატიის წარმომადგენლებს სძლია, ნახევარფინალში კი იტალიელი მატეო ავანცინი დაამარცხა. ქართველი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა გასვლით მატჩშიც დაამარცხა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები სტუმრად ანგარიშით 22:20 დაამარცხა, ხოლო თბილისში გამართულ შეხვედრაში ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქეს ანგარიშით 28:26 სძლია. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. პირველი ტაიმი კი ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ 12:10 დასრულდა. საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში ქართველმა ხელბურთელებმა მეტოქე ანგარიშით 22:20 დაამარცხეს. 8 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს 23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

ტირანაში (ალბანეთი), სადაც 23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდნენ, საქართველოს ნაკრები ათივე წონაში იყო წარმოდგენილი, აქედან ჩვენმა ექვსმა სპორტსმენმა მედალი მოიპოვა. ორჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი. საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) და ანრი ხოზრევანიძე (67 კგ). ხაჩიძემ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელს დამაჯერებლად – 9-0 მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე…

წაიკითხეთ მეტი

პარა ფარიკაობაში, იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა

ირმამ ნახევარფინალურ შეხვედრაში პოლონელი სტარვინსკა ანგარიშით 15:7 დაამარცხა, ფინალში იტალიელ ანდრია მოგოსს მოუგო 15:9 და პირველ ადგილზე გავიდა საქართველოს პარა მოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს გამოსვლას პიზა 2025 მსოფლიო თასის გათამაშებაზე. დღეს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ხმლით შეხვედრაში იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებისთვის გადაეცათ. მთავრობის…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს „რაგბი ევროპის” ჩემპიონობა მიულოცა

მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2025 წლის „რაგბი ევროპის” ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გაიმართა. შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით, ანგარიშით 46:28 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მერვედ, მთლიანობაში კი მეჩვიდმეტედ გახდა. მატჩის შემდეგ პრემიერ-მინისტრი სპორტსმენებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და…

წაიკითხეთ მეტი

,,ვულოცავ ქართველ მოკრივეებს რუსთავში საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებში მიღწეულ წარმატებას”-მიხეილ ყაველაშვილი

,,განსაკუთრებით მსურს მივულოცო ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, ოლიმპიურ მედალოსანს, ლაშა გურულს გამარჯვება – მან პროფესიონალურ კრივში პირველი ბრძოლა გამართა და განელი მეტოქე დაამარცხა.”- საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

წაიკითხეთ მეტი

,, ძალიან ემოციური და გამარჯვებებით სავსე დღე გვქონდა ჩვენს სპორტის სასახლეში. კიდევ ერთხელ ვულოცავ ლაშა გურულს კარიერაში, ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას”-ნინო ლაცაბიძე

,,მიხარია, რომ ეს ბრძოლა მან მშობლიურ ქალაქში მოიგო და რუსთაველებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი მაღალი დონის ტურნირებს ვუმასპინძლოთ ჩვენს ქალაქში. სარეიტინგო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ კიდევ ერთ რუსთაველ მოკრივეს, გიორგი კაპანაძეს და ყველა სპორტსმენს, ვინც გუშინდელი დღე, გამარჯვებით დაასრულა. რუსთავის სპორტის სასახლეში, პროფესიონალური კრივის გრანდიოზული შოუ გაიმართა. რუსთაველმა ოლიმპიელმა ლაშა გურულმა, განელი მოკრივე ბერნარდ აბეი დაამარცხა…

წაიკითხეთ მეტი

ქართველი მოჭიდავე ლუკა გაბისონია 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლუკა გაბისონიამ (97 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სერბი ლუკა კატიჩი დაამარცხა. ლუკა გაბისონიამ მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე პოლონელ და ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალი კი ესტონელ მოჭიდავესთან დათმო. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობა 6 მოპოვებული მედლით დაასრულა. დიმიტრი ხაჩიძემ…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »