საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა გასვლით მატჩშიც დაამარცხა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები სტუმრად ანგარიშით 22:20 დაამარცხა, ხოლო თბილისში გამართულ შეხვედრაში ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქეს ანგარიშით 28:26 სძლია.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. პირველი ტაიმი კი ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ 12:10 დასრულდა. საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში ქართველმა ხელბურთელებმა მეტოქე ანგარიშით 22:20 დაამარცხეს.

8 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 11 მაისს კი სტუმრად დაუპირისპირდება ისლანდიას. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ რვა ჯგუფიდან პირველი და მეორე ადგილის მფლობელები და ასევე ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი.

2024 წელს საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად იასპარეზა გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა ბოლო ტურის მატჩი სწორედ ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხეს.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading