ავსტრიელი ინსტრუქტორების მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებისთვის სამთო-სამაშველო მიმართულებით სწავლება ჩატარდა

ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ავსტრიელი ინსტრუქტორების მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებისთვის სამთო-სამაშველო მიმართულებით სწავლება ჩატარდა.

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა გაუკვალავი თოვლიდან დაშავებულთა გამოყვანა, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ზვავის პირობებში სამაშველო აქტივობის განხორციელება, სათხილამურო აღჭურვილობის შემოწმება და სხვა.

სწავლების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading