ქართველი კარატისტი მერაბ გელაშვილი „კარატე 1 – პრემიერ ლიგის“ ჩემპიონია

ჩინეთში, ქალაქ ჰანგჟოუში, საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი „კარატე 1 – პრემიერ ლიგა“ მიმდინარეობს. პრესტიჟულ შეჯიბრებაზე ჩემპიონობა იზეიმა მერაბ გელაშვილმა (+ 84 კგ)ქართველმა კარატისტმა ფინალში ირანელი სალეჰ აბაზარი ანგარიშით 5:3 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ქართველმა კარატისტმა გერმანიის, იტალიის, საუდის არაბეთისა და ხორვატიის წარმომადგენლებს სძლია, ნახევარფინალში კი იტალიელი მატეო ავანცინი დაამარცხა.

ქართველი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობდნენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ყველა რეაქცია:

47ნათია ცაავა და 46 სხვა პიროვნება

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading